დღეს, სამხედრო პოლიციაში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო პოლიციის უფროსმა ვიცე პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ 2008 წლის ომსა და ISAF-ის მისიაში ღირსეული სამსახურისათვის პოლიციის თანამშრომლებს - მაიორ მამუკა გვაზავას, კაპიტან თენგიზ ადამიას, უფროს ლეიტენანტ დავით კეკუასა და უფროს სერჟანტ გიზო აბსანძეს მედლები „სამშობლოსათვის თავდადებული" გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა - ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკა აგლაძემ და უფროსმა ლეიტენანტმა შმაგი კოპაძემ სამხედროებს საქმიანობაში წარმატება უსურვეს და მადლობა გადაუხადეს საქართველოსათვის გაწეული ღირსეული სამსახურისათვის.