სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატებში იმყოფებოდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს მისურის შტატის სამხედრო პოლიციის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ინჩიმ უმასპინძლა.
აშშ-ში ვიზიტის მიზანი საქართველოს სამხედრო პოლიციის სტანდარტების ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან დაახლოება და გამოცდილების გაზიარება იყო . შეხვედრაზე ამერიკელმა სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებმა ქართველ კოლეგებს სამხედრო პოლიციის მართვის საკითხებში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც სამომავლოდ აქტიურად იქნება დანერგილი და გამოყენებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მართვისა და დაგეგმვის პოლიტიკაში.
მასალის გამოყენების პირობები