სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
”საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, რიგითი მამუკა გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
საქმეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით”, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.