აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძისადმი მიწერილ წერილში მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო:
„ძვირფასო მინისტრო,
უდიდესი მწუხარებით შევიტყვე, 13 მაისს, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვისა და უამრავი ადამიანის დაშავების შესახებ. ამ მამაცმა ჯარისკაცებმა მიზნად დაისახეს ავღანეთი და მთლიანად მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად აქციონ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ამ მიზანს. მადლიერებას გამოვთქვამ მათი სამსახურის გამო.
გთხოვთ, ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს, ჩემი ღრმა სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს.
ამ მძიმე დღეებში, ჩვენ გვახსენდება ის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა და მოქალაქეებმა გაიღეს საერთო მიზნის მისაღწევად, კერძოდ, სტაბილური, უსაფრთხო და განვითარებული ავღანეთისთვის. ის, რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ავღანეთსა და მთელს მსოფლიოში ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობას, ძალისხმევისა, რომლის მიზანია ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა.
ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოს ამ მიზნის მიღწევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში.
გამოვხატავ უდიდეს მადლიერებას ავღანეთში ISAF-ის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და გულწრფელად ვუსურვებ ყველა დაშავებულს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას".
მასალის გამოყენების პირობები