დღეს უმძიმესი დღეა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, საქართველოსთვის და განსაკუთრებით მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის', _განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრობისთვის სიტყვით მიმართვისას.
,,სამშობლოსგან შორს, სამშობლოს სამსახურში ზვიად დავითაძე, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაწირეს თავი ", -განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ მომხდარი მისთვის მძიმე დარტყმა იყო.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთი დაღუპული სამი სამხედრო მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ.