ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ერთად თავდასხმის მოგერიებაში განსაკუთრებული მხედრული მამაცობა და პროფესიონალიზმი პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა გამოიჩინა. მან მეამბოხეთა განადგურების ოპერაციაში მთავარი როლი შეასრულა. მისმა გმირობამ ბევრი ქართველი სამხედროს სიცოცხლე გადაარჩინა და ქვეყანას კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი ააცილა.
საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატვით წარდგენილია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე.
პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი მხედრული მამაცობისთვის, III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის", ასევე, მედლები: „გენერალი კვინიტაძე", „გენერალი მაზნიაშვილი", „სამშობლოსთვის თავდადებული", ორჯერ მიღებული აქვს ღირსების ორდენი. კობა ახვლედიანი ამ წუთებშიც რჩება ავღანეთში და პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს.