აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში ISAF-ის მისიიდან დაბრუნებული, მე-12 ბატალიონის სამხედროებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას ასევე, ნატოს საინფორმაციო ცენტრის უფროსი ელენე გოცაძე, ISAF-ის მისიიდან დაბრუნებული მე-12 ბატალიონის სამხედროები, სკოლის პედაგოგები და რუსთავის ინტელიგენცია ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ჯარისკაცებს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსთავის მე-2 საჯარო სკოლში გამართული ღონისძიება პროექტის დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა. კონცერტში სკოლის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები „გორგასალი" და „ხალიბი" მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან წერილები გააგზავნეს, სხვადასხვა სახის კონფერენციები და ღონისძიებები გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები