დღეს, 8 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5,880 პროცენტით, მაქსიმალური 6,200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,030 პროცენტით, განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები