ჩვენი ჯარი არის მშვენივრად აღჭურვილი, ამის შესახებ განცხადებას ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აკეთებს. კალაძის განმარტებით, ის დღეს ქართული არმიის დღის აღსანიშნავად სამხედრო წრთვნებს დაესწრო.
"ჩვენი ჯარი არის მშვენივრად აღჭურვილი, მომზადებული და ბრძოლისუნარიანი, ბიჭები მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში არიან.
ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, მორალური მდგრადობა ამ ბიჭებზეა დამოკიდებული. ჩვენი ხელისუფლების და თითოეული სამოქალაქო ვალდებულებაა პატივისცემით და სიყვარულით მოეპყრას ამ ადამიანების ღირსებას და რთულ, სახიფათო სამსახურს!
ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოს, გარდა შორეული წარსულიდან გამოყოლილი გმირებისა ყავს უკვე აწმყოში, ჩვენს გვერდით გაზრდილი და დავაჟკაცებული ბიჭები, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ ბოლო შეიარაღებული კონფლიქტების დროს.... ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია მათი ოჯახების, მათი ხსოვნის წინაშე ...
სათანადო ყურადღებით უნდა მოვექცეთ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, ეს არის არა მარტო სოციალური მხარე, ეს არის მორალური, საგანმანათლებლო ვალდებულებაც: ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს საქართველოში ვინ და რა ხალხი ცხოვრობდა მათ გვერდით და როგორ შესწირეს თავი და ჯანმრთელობა მათ მომავალს. პატრიოტიზმი, სამოქალაქო თვითშეგნება, ქვეყნის სიყვარული ჰაერიდან არ მოდის, ეს მარტო ლოზუნგი ან ცარიელი სიტყვა არაა, ეს ისევე ისწავლება როგორც ყველაფერი სხვა ბავშვის აღზრდისას. მომავალმა თაობამ უნდა ნახოს როგორ პატივისცემით ეპყრობა ქვეყანა თავის თანამედროვე გმირებს, როგორ აფასებს ხელისუფალი ჯარისკაცის მძიმე შრომას.როგორ ზრუნავს სახელმწიფო მათ ოჯახებზე"- აცხადებს კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები