"თავდაცვის სამინისტროსი არის სრული სტაგნაცია ყველა მიმართულებაზე, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე", _განაცხადა გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიგი კალანდაძემ ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ ექვსი თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შეაჩერა.
,,მე 14 მაისს ჩავატარებ ბრიფინგს სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა გააკეთა 3 წლის მანძილზე ახალაიამ და რა კეთდება დღეს. გარდა ამისა ხვალ კინოს სახლში 14:00 საათზე ვიკრიბებით ბაჩო ახალიას მხარდამჭერები და გვექნება გამოსვლები", - განაცხადა კალანდაძემ და დიპლომატიურ კორპუსს 14 მაისის პრესკონფერენციაზე დასწრებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები