საქართველოს გენერალთა კლუბი ქართულ არმიას 22 წლის იუბილეს ულოცავს. როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველო ბევრჯერ ჩაება ტერირორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, სადაც მრავალმა ქართველმა ჯარისკაცმა დაამტკიცა, რომ თავის წინაპართა ღირსეული შვილია.
" სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგანწირვა მის გენეტიკურ კოდშია აღბეჭდილი. ომებს იგებენ ჯარისკაცები და აგებენ პოლიტიკოსები. ეს აქსიომა. ზუსტად შეესაბამება ქართული არმიის ბოლო 22 წლის ისტორიას. მიუხედავად ყველაფრისა ქართველმა ჯარისკაცმა ბოლომდე შეინარჩუნა ღირსება და თავდადება. განსაკუთრებული პატივი მივაგოთ საამშობლოსთვის დაღუპულ მეომრებს. ისინი სამარდაჟამოდ დარჩებიან ზეციური საქართველოს მეომრებად. მათ გმირობაზე უნდა აღიზარდნონ მომავალი თაობები და მათი სამარადჟამო ხსოვნა იქნება ქართული არმიის წარმატებული მომავლის მყარი საფუძველი"- ნათქვამია საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები