ქალაქ ბესლანში ჯერჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სამი ბავშვი აფეთქდა. ერთი მათგანი, 8 წლის გოგონა, ადგილზე გარდაიცვალა. მისი ძმები, შვიდი და ათი წლის ბავშვები კი დაიჭრნენ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ინფორმაცია ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა იულია სტარჩენკომ გაავრცელა.