27 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეერთებული შტატების საელჩო თბილისში საელჩოს ტერიტორიასა და მის გარშემო წვრთნას ჩაატარებენ. აღნიშნული რუტინული წვრთნის მიზანია საქართველოსა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების უწყებებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება. წვრთნები საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცველი უწყებების მრავალთვიანი დაგეგმვის შედეგია. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ბევრ სფეროში, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველი სტრუქტურების ჩათვლით, შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებთ. დღევანდელი წვრთნის პროგრამა წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები