"აზერბაიჯანი მზადაა მთიანი ყარაბაღის შესახებ დიდი სამშვიდობო შეთანხმებისთვის", _ განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ვეთანხმები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის",_ განაცხადა მამედიაროვმა და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მონაწილეები უკვე რამდენიმე წელია მსჯელობენ მის დარეგულირებაზე, მაგრამ მოლაპარაკებათა პროცესს აქამდე შედეგი არ მოუტანია.
"არის საკითხები რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა განიხილონ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნება, სტატუსის განსაზღვრის საკითხი და მრავალი სხვა. ჩვენ მზად ვართ დიდი სამშვიდობო შეთანხმებისათვის", _ განაცხადა მამედიაროვმა.
აღსანიშნავია, რომ მაისში აზრბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კრაკოვში იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები