"26 მაისს სამხედრო აღლუმი არ იქნება, თუმცა ძალიან ლამაზი სამხედრო კომპონენტები იქნება წარმოდგენილი", -განაცხადა ჟურნალისტებთან ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა 26 მაისის ღონისძიებებისადმი მიძღვნილი სამთავრობო კომისიის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში "ძირითადად, სამხედრო ელემენტი წარმოდგენილი იქნება დათვალიერების სახით".
მარგველაშვილმა ვერ დააკონკრეტა მიიღებს თუ არა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში პრეზიდენტი.
"საბედნიეროდ, საქართველოს პრეზიდენტის განმკარგავი მე არ ვარ". ის ჩემი პრეზიდენტია და მე რა უნდა განვსაზღვრო რა უნდა გააკეთოს?", - განაცხადა მარგველაშვილმა.