ENG / RUS       12+

ნუგზარ წიკლაური: პრემიერს დაავიწყა ევროპარლამენტში რისთვის იყო წასული

რესპოდენტის შესახებ

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის წინაშე 20 წუთიანი მოხსენებით გამოვიდა და ევროდეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. Bბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, მთავრობის პრიორიტეტებსა და საგარეო კურსთან დაკავშირებით ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო საქმიანი და ევროპელი ლიდერის გამოსვლა. თუმცა პრემიერ-მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობის წარმომადგენლებს. საკითხის ირგვლივ ,,ჯი-ეიჩ-ენს" ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ესაუბრა.

_ ბატონო ნუგზარ, რას ფიქრობთ პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოში გამოსვლის თაობაზე?

_ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ორ ნაწილად დავყოფდი, ერთი-ტექსტი რომლითაც ევროსაბჭოს მიმართა და მეორე კითხვა-პასუხის რეჟიმი. ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყო, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი და საგარეო ორიენტირები უცვლელი რჩება. კითხვა-პასუხის ნაწილს რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს კატასტროფა იყო. არა მგონია, ევროპის საბჭოს კედლებს ენახოს ასეთი გამოსვლა.

_ კონკრეტულად რა არ მოგეწონათ ბიძინა ივანიშვილის პასუხებში?

_ ნებისმიერი სახელმწიფოს წარმომადგენელი პრეზიდენტი, თუ პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ევროპარლამენტში მიდის, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან თავისი ქვეყნის ინტერესები დაიცვას და როგორც წესი, მათი გამოსვლა დაცლილია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისგან. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში სრულიად საპირისპირო რამ იყო. Pპრემიერი თითქმის ყველა კითხვის პასუხად ცდილობდა ოპოზიცია გაეკრიტიკებინა, ან ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს მისთვის გადაებრალებინა.

_ თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტის წინაშე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მზადაა ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის?

_ გასაგებია და პრემიერის პოზიცია კარგია, მაგრამ ეთნიკური წმენდის საკითხის დასმის დროს საუბარი ქართული მხარის შეცდომებზე სამარცხვინოდ მიმაჩნია. ყველამ კარგად ვიცით ვინ არის დამნაშავე ჩვენი მოქალაქეების გამოძევებაში როგორც აფხაზეთიდან, ასევე ცხინვალიდან და ვის მიერაა ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები. ვფიქრობ, Aამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი თავისი ქვეყნის დამცველი უნდა ყოფილიყო და არა ოპოზიციის გამკრიტიკებელი. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, ვერ გააცნობიერა რა არის ევროპარლამენტის ტრიბუნა, რა შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებს ვინც იქ წარსდგება და რაოდენ დიდი საფრთხის შემცველია თუკი იქ არაადეკვატირი ადამიანია წარმოდგენილი.Pპრემიერ-მინისტრმა დატოვა არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილება და ვერ დაიცვა საქართველოს ინტერესები. Mმას როცა ერხთელ უსვამენ ,,ოკუპაციის შესახებ კანონპროექტთან" დაკავშირებით შეკითხვას და პასუხობს, რომ ამ კუთხით ცვლილებები არ იგეგმება და მაშინ როცა რუსეთის დელეგაციის წევრი კითხვას უფრო უკონკრეტებს ივანიშვილი მაშინვე ცვლის პოზიციას და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კანონი შეიცვლება. Aამ ფონზე უბრალოდ სხვა შეფასების გაკეთება წარმოუდგენელია. შიდაპოლიტიკური, ვიწროპარტიული საკითხების გამო პრემიერი იმდენად ვნებიანად ლაპარაკობდა, დაავიწყა ევროპარლამენტში რისთვის იყო წასული. Aამავე დროს, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტში საკმაოდ სახიფათო გზავნილი იყო, როცა თქვა, კავკასიის რეგიონი ჯერ კიდევ ფეთქებადსაშიშია. ყველა ინვესტორისთვის ეს საკმაოდ ნეგატიური გზავნილია.

_ ფაქტია, რომ კავკასიის რეგიონში კონფლიქტის საფრთხე კიდევ არსებობს?

_ ამ პრობლემებზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ფექებადსაშიშ ვითარებას ნამდვილად ვერ დავარქმევ.ყოველ შემთხვევაში პრემიერი უნდა ფიქრობდეს, რომ საქართველოზე ინვესტორებს სწორი წარმოდგენა შეუქმნას. ბიძინა ივანიშვილი მთელს მსოფლიოს თუ გამოიცხადებს, რომ თუ ვინმე ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა მის საქმეს საფრთხე დაემუქროს, რა მოტივაცია ექნება ნებისმიერ ბიზნესმენს, რომ საქართველოთი დაინტერესდეს. ბიძინა ივანიშვილის, თითქოს რაღაც ძალა ექაჩება ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ილაპარაკოს, საუბრობს ენით აუწერელ ამბებზე, რომ ევროსაბჭოს დეპუტატები სიცრუეში ცხოვრობენ, რომ სააკაშვილი ცუდია და ა.შ.

_ პრემიერმა ევროდეპუტატებს არასწორი ინფორმაციის არსებობაზე მაშინ მიუთითა, როცა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა არა და Fფაქტია, რომ პრემიერის გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა?

_ ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უცვლელობა იყო. თუმცა ეს რეკომენდაცია ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია.ამიტომ ევროდეპუტატი გაოცებული დარჩებოდა ბიძინა ივანიშვილის პასუხით. ჩვენ შეგნებულად ევროპარლამენტში არ დავსვით შეკითხები, რადგან არ გვინდოდა შიდაპოლიტიკური საკითხების განხილვა მომხდარიყო და მთლიანად ასპარეზი დაუთმეთ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ევროპარლამენტი არის ტრიბუნა სადაც უნდა აგინოს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .