ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (NDI) გამოკითხულთა 11% ჯარის საქმიანობას კარგად ძალიან აფასებს, 42% კარგად, ხოლო 27% საშუალოდ. Aამავე კატეგორიაში მეორე პოზიციას კოალიცია ,,ქართული ოცნება" იკავებს, რომლის საქმიანობას გამოკითხულთა 16% ძალიან კარგად, 39% კარგად, ხოლო 28% საშუალოდ აფასებს. საქართველოს პოლიციის საქმიანობას რესპონდენტთა 7% ძალიან კარგად აფასებს, 44% კარგად, ხოლო 30% საშუალოდ.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2013 წლის 13 მარტიდან 27 მარტის პერიოდში. კვლევისას საქართველოს მასშტაბით 3 103 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +-2, 5%. NDI-ის კვლევა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ დააფინანსა, ხოლო კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.