დღეს, 21 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის 11 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება ჩატარდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში გაიმართება.
დღეს კონკურსში მონაწილეებს ტესტირების გავლა მოუწევთ ზოგად უნარებში, ქართულისა და უცხო ენის ცოდნაში.