დღეს, 21 აპრილს, 17 წელის სრულდება, იმ დღიდან, როდესაც ჩეჩნეთში სოფელ გეხი-ჩუსთან ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი მოკლეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ოპერაციის მონაწილეებმა მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები გახსნეს: როგორც აღმოჩნდა, ჯოჰარ დუდაევის ადგილმდებარეობა რუსეთის სპეცსამსახურებს ჩეჩენმა ინფორმატორებმა მიაწოდეს. ამისათვის კი მათ მილიონი აშშ დოლარი მიიღეს. სტატიას ამის შესახებ "კომსომოლსკაია პრავდა" წერს.
ლიკვიდაციამდე ჯოჰარ დუდაევმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სამი თავდასხმა გადაიტანა. პირველად სნაიპერის ტყვია დუდაევს აცდა, მკვლელობის მეორე მცდელობისას დუდაევის ავტომობილის მიერ გასავლელ გზაზე ნაღმი აფეთქდა, ავტომობილი გადაბრუნდა, თუმცა თავად ჯოჰარ დუდაევი არ დაზარალებულა. მკვლელობის მესამე მცდელობის დროს დუდაევმა დაცვასთან ერთად სახლი საავიაციო რაკეტის აფეთქებამდე ხუთი წუთით ადრე დატოვა.
"ყველა მასალა ამ საქმესთან დაკავშირებით დღემდე გასაიდუმლოებულია", _ განაცხადეს გამოცემასთან საუბარში რუსეთის "გრუს' ოფიცრებმა ვლადიმერ იაკოვლევმა და იური აქსენოვმა, რომლებიც ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციის ოპერაციაში პირადად მონაწილეობდნენ. თუმცა, გარკვეული ინფორმაცია, თადარიგის პოლკოვნიკებმა მაინც გააცხადეს. მათი ინფორმაციით, ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაცია "ეფ-ეს-ბესა" და "გრუს" ერთოვლივი მუშაობის შედეგი იყო, რომელშიც სამხედრო საჰაერო ძალებიც მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები