სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად ტიგრან სარქისიანი დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა უკვე მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ "არმენპრესი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინაუგურაციის შემდეგ 9 აპრილს სომხეთის მთავრობა გადადგა.
მთავრობის გადადგომის მიღებიდან 10 დღის ვადაში პრეზიდენტი ახალ პრემიერს ნიშნავს. ტიგრან სარქისიანი სომხეთის მე-13 პრემიერია.