ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინსტრუქტორები საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს "კიბერდანაშულსა და საგამოძიებო ტექნოლოგიებში" სასწავლო კურსს უტარებენ. ტრეინინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.
FBI - ის სპეციალური ინსტრუქტორ - აგენტები დენიელ ევანსი და ემილი ოდომი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს საგამოძიებო მეთოდოლოგიაში, ციფრული მტკიცებულებების ამოღებისა და ინტერნეტ თაღლითობის საკითხებში გადაამზადებენ. გამომძიებლები გაეცნობიან აშშ - ს სამართალდამცავ სფეროში დანერგილ პრაქტიკას ჰაკერებთან და ელექტრონულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბანკო ბარათების პირადი მონაცემების მითვისების საკითხებში და უკაბელო და მობილური სისტემების გაშიფვრა - გამოძიების პრაქტიკულ მეთოდებში.
ტრენინგი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და ხვალ, 19 აპრილს გაგრძელდება.