დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიას აშშ-ის არმიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სარდალი გენერალ-მაიორი ფრენკ ტერნერი ეწვია. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ ამერიკელ გენერალს აკადემიის სასწავლო პროგრამები გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ, გენერალ-მაიორმა ფრენ კერნერმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
დღესვე, ამერიკელი გენერალი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს" ეწვია და ISAF-ის მისიისთვის ქართველი სამხედროები მომზადების პროცესს დააკვირდა.
მასალის გამოყენების პირობები