უფლებების დამცველი ორგანიზაცია "მემორიალი" პუტინის რეჟიმს ჩრდილოეთ კავკასიაში საიდუმლო ციხეების შენახვაში ამხელს და მოსკოვს ამ ფაქტზე სერიზულ დაფიქრებას ურჩევს.
რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად უნდა მიუდგეს საერთაშორისო მოხსენებების შედეგებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საიდუმლო ციხეებია. მათ კი ამ უკანონობაზე თვალის დახუჭვა ურჩევნიათ ვიდრე მისი აღკვეთა და კვლავინდებულად უარყოფს იმას, რაც ყველასთვის ნათელია", _ უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.
მოხსენება ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში ეჭვმიტანილთა საიდუმლო ციხეებში მოთავსების თაობაზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებლებმა მოამზადეს.