ინგუშეთში 11-12 თებერვალს ჩატარებული ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსეთში განადგურებულ ბოევიკებად გაასაღეს. ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუსბეგ ევკუროვმა 12 თებერვალს 21 ამბოხებულის განადგურების შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა ცნობილი ხდება, რომ 21 მოკლულიდან 14 მშვიდობიანი მოქალაქე იყო და ტყეში ღანძილის შესაგროვებლად იმყოფებიდნენ.
აღნიშნული სპეცოპერაციის გაუხმაურებელ დეტალები უფლებების დამცველი ორგანიზაცია მემორიალისა და "ჰიუმან რაით ვოჩის" წარმომადგენლების კვლევის შედეგად გახდა ცნობილი. როგორც ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები იუწყებიან მოკლულთა ჭრილობები მათი წამების ფაქტებსაც ადასტურებს.