დღეს, 9 აპრილს, ქართული დელეგაცია სომხეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება, რომელიც ერევანში თავისუფლების მოედანზე შედგება და რომელზეც ოფიციალურად მოწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები და ხელმძღვანელი პირები.
ქართულ დელეგაციას სომხეთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ხელმძღვანელობს.
9 აპრილსვე, ერევანში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია თავის სომეხ კოლეგას ჰასმიკ პოღოსიანს შეხვდება.