ერევანში თავისუფლების მოედნაზე საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ 9 აპრილს საპროტესტო აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციას მოსახლეობა სომხეთის სხვადასხვა ქალაქიდანაც შეუერთდება. თავიდან საპროტესტო აქციას ქალაქ გიუმერის მოსახლეობა ქალაქის თეატრალურ მოედანზე 7 აპრილიდან დაიწყებს.
მომიტინგეების განცხადებით, ეს არის კანონის ფარგლებში განხორციელებული სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებას გააპროტესტებს.