თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე" საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პირველი მოსმენით იმსჯელეს.
მომხსენებელმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ვეფხია გრიგალაშვილმა კომიტეტის წევრებს დეტალურად განუმარტა კანონპროექტის არსი, რომლის მიხედვით თავდაცვის სამინისტრო ანგარიშს წარმოუდგენს პარლამენტს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით.
კერძოდ სამინისტრო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განხორციელებულ არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 მილიონ ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარს. ასევე წელიწადში ერარანაკლებ ერთხელ მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
მეორე კანონპროექტი, რომელიც ასევე პირველი მოსმენით განიხილა კომიტეტმა „ნდობის ჯგუფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებას და სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის კონტროლის ეფექტურობის გაზრდას.
მესამე მოსმენით განიხილა კომიტეტმა კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე".
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.