დაღესტანის, ბუინაკსკის რაიონში ჯარისკაცი საკუთარ მანქანაში აფეთქდა. ნაღმი მას შემდეგ ამოქმედდა, როცა ჯარისკაცი საკუთარ ავტომანქანაში ჩაჯდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას, ადგილობრივი მედია რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველები ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრისა და ტიპის დასადგენად მუშაობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.