ცნობილმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ალექსეი პოლტოროკოვმა აზერბაიჯანულ „ვესტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის კომფლიქტის მოგვარება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მომგებიანი არ იქნება.
უკრაინელი პოლიტოლოგის განცხადებით, ყარაბაღის კომფლიქტის მოგვარება პირდაპირ დაკავშირებულია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან, რადგან რუსეთმა შესაძლოა ეს საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
ალექსეი პოლტოროკოვის აზრით, როსეთმა შესაძლოა სომხეთი აიძულოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და სანაცვლოდ ყარაბაღის კონფლიქიტის მათ სასიკეთოდ მოგვარება შესთავაზოს.