საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთში პირველი ოფიციალური შეხვედრები გამართა. ირაკლი ალასანია უნგრეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. ბაზა „AB PAPA"-ზე თავდაცვის მინისტრს უნგრეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა არსებული სიტუაცია, საერთაშორისო მისიებში ჩართულობის დეტალები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები გააცნეს. საქართველოს თავდაცვის მინსტრმა და უნგრეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ISAF-ის მისიაზე, საჰაერო ძალების დღევანდელ როლზე, პოსტავღანურ კამპანიაზე და ერთობლივ შესაძლო პროექტებსა თუ თანამშრომლობაზე. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაზა „AB PAPA" ქართული დელექაციის სხვა წევრებთან და უნგრელ სამხედროებთან ერთად დაათვალიერა
მასალის გამოყენების პირობები