თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამ წუთებში პროგრამა "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის" ფარგლებში ჟურნალისტებს ხვდება. როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მედიასთან ურთიერთობაა.
მისი თქმით, ბოლო 5 თვის განმავლობაში, სამინისტროს საქმიანობის მთავარ ღირებულებად ჯარისკაცი გადაიქცა, ამიტომ პრემიერ-მინისტროს გადაწყვეტილებით, მათ ხელფასები გაეზარდათ.
"თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების 89%-ს ხელფასები გაეზარდა 25%-ით. პირველივე დღეებში მივიღეთ ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გმირ მეომრებს, რომლებიც იცავენ საერთაშორისო უსაფრთხოებას გაეზარდათ ხელფასები 1 000 დომარამდე", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხით, მინისტრსაც და ჯარისკაცსაც ერთნაირი მომსახურება აქვს, რაც თავდაცვის უწყებაში სამართლიანობის განცდას კიდევ ერთხელ აჩენს.
"თითოეული თეთრი, რომელიც საზოგადოებას და მთავრობას აქვს გამოყოფილი თავდაცვის უწყებისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის, სწორედ ხმარდება პროირიტეტებს", - განმარტა მინისტრმა.
ალასანიას განცხადებით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ასევე, გამჭვირვალობაა, რაც უწყების ფინანსურ ხარჯვებზე მაქსიმალურ კონტროლს გულისხმობს.
მისივე თქმით, როდესაც 2 მლნ-ზე შესყიდვა განხორციელდება, ან 4 მლნ-ზე მომსახურება, დეტალური შეტყობინება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გაეგზავნება.
რაც შეეხება ფარულ შესყიდვებს, მინისტრიოს თქმით, შეტყობინება ნდობის ჯგუფს გადაეგზავნება.