ბაქოში გამართულმა კონფერენციამ, თემაზე „თანამედროვე სამხრეთ აზერბაიჯანის მომავალი", რომელშიც მილი მეჯლისის დეპუტატები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები, ადამიანის უფლებათა დამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგელები მონაწილეობდნენ, ირანის ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამასთან დაკავშირებით, ირანმა აზერბაიჯანს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. 31 მარტს, აზერბაიჯანის ელჩი ირანში ირლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას ნოტა გადაეცა.
ნოტაში ნათქვამია, რომ კონფერენცია ცრუ და მუქარანარევ ხასიათს ატარებდა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასეთი კონფერენციები „სიონისტების ინტერესებს ემსახურება" და ასევე, ორი სახელმწიფოს - ირანის და აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული - ნათქვამია ნოტაში.
მასალის გამოყენების პირობები