ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2013"-ის შემაჯამებელი წვრთნა გაიმართა.
თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილე ქართული და ამერიკული ქვედანაყოფები პირობითი სცენარის მიხედვით ერთობლივად ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანებს. სწავლებაში გამოყენებული იყო „მაილსის" ლაზერული სისტემები და შეჯავშნული საბრძოლო მანქანები. შემაჯამებელ საველე წვრთნაში ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ჟურნალისტები ქვედანაყოფებთან ერთად გადაადგილდებოდნენ და სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს უშუალოდ სასწავლო საველე უბნებიდან აშუქებდნენ. ჟურნალისტები ჩხრეკა-კორდონის, პატრულირების, კონვოირების და ჰუმანიტარულ ოპერაციებში იყვნენ ჩართული. ეს ის საბრძოლო ამოცანებია, რომელიც ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დროს სრულდება. "Agile Spirit 2013"-ის შემაჯამებელი სწავლება კიდევ ორ დღეს გაგრძელდება, რითაც წვრთნის აქტიური ფაზა დასრულდება.