დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2013"-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციელებისთვის სწავლება გაიმართა. აშშ საზღვაო ქვეითთა წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ISAF-ის ოპერაციაში სამხედრო პოლიციის როლზე სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინეს. ასეთი ტიპის ტრეინინგი პირველად განხორციელდა და მიზნად ისახავს პირადი შემადგენლობის მომზადებას ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.
სწავლება „Agile Spirit 2013" დასკვნით ფაზაზე გადადის. სამხედრო მოსამსახურეები შემაჯამებელი წვრთნისთვის ემზადებიან, რომელიც ორი დღის მანძილზე ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე განხორციელდება.
სწავლება „Agile Spirit 2013" დასკვნით ნაწილში მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.