საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპული სამმართველოს სარდალი ჯეიმს სტავრიდისი ჩამოდის.
განცხადება საქართველოში ვიზიტის შესახებ მან სენატში გააკეთა. სტავრიდისმა შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
"შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო შესანიშნავი პარტნიორია ნატო-სთვის. დღეს მოსახლეობის რაოდენონის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთში. ის კონტიგენტს 2 000 ჯარისკაცამდე ზრდის. მათ ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავთ ავღანეთში, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. ისინი საბრძოლო მოქმედებების დროს ბოლომდე ჩვენთან ერთად არიან", - განაცხადა სტავრიდისმა.
მისი თქმით, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მათი საზღვაო ქვეითების მიერ ჩატარებულმა საზღვაო სამუშაოებმა შესანიშნავი შედეგი გამოიღო.
"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის პროგრესი. ორ კვირაში მივემგზავრები საქართველოში და მექნენა შესაძლებლობა შევხვდე ახალ ლიდერებს და პრეზიდენტს. ჩემი აზრით, საერთო ჯამში ისინი სწორი მიმართულებით მიდიან", - აღნიშნა ჯეიმს სტავრიდისმა.
ამერიკელი ადმირალი საქართველოს ორ კვირაში ეწვევა. მისი მასპინძელი თავდაცვის სამინისტრო იქნება. მას ასევე, ექნება რამდენიმე უმაღლესი რანგის შეხვედრა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთანაც.