,,ჩვენ ძალით ჯარში არავინ არ უნდა წავიყვანოთ", -განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისიტრმა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტროს სტრატეგიაა საკონტრაქტო პროფესიულ არმიაზე გადასვლა.
,,ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2016 წლის ბოლოს, 2017 წლიდან გადავიდეთ სრულად საკონტრაქტო პროფესიულ არმიაზე. ამასთან ერთად, ამ წლების განმავლობაში გაიზრდება თვითონ რეზერვის სისტემა და ჩვენ გვეყოლება სამი ტიპის რეზერვი: ეს იქნება საბრძოლო რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სამოქალაქო რეზერვი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული არმია სრულად შედგეს ჩვენს ქვეყანაში. დღეს უკვე 75% პროფესიული არმია გვყავს. არმიაში მხოლოდ წვევანდელების 30-35% დარჩენილი", _განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ საქართველოს პროფესიული არმია სჭირდება.
,, საქართველოს სჭირდება პროფესიული არმია, პროფესიული სამხედროები. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ როცა რეპორტირება გამოცხადდა თვენახევრის წინ უკვე ოთხი ათასზე მეტი მსურველი მოვიდა ჯარში", -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ჯარი ვინმეს ძალით წაყვანა.
,,საქართველოს ყველა მოქალაქეს არა აქვს სურვილი, შესაძლებლობა, მოწოდება, რომ იყოს სამხედრო. ამიტომ ჩვენ ძალით ჯარში არავინ არ უნდა წავიყვანოთ. მათ ექნებათ სხვა შესაძლებლობა ქვეყანას გამოადგნენ თავისი პროფესიით, თუნდაც თავისი სოციალური აქტიურობით', -განაცხადა ალასანიამ.