ხვალ, 22 მარტს, 15:00 საათზე, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების სამხედროები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.