,,სამხედრო ბაზების ძირითადი ნაწილი არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში", _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად დახმარება კომიტეტის წევრებს სთხოვა.
,,სამხედრო ბაზების ძირითადი ნაწილი არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ამჟამად სამინისტრო ახორციელებს შესაბამის ფინანსურ დათვლებს და ამზადებს ინფრასრტუქტურული განვითარების ეტაპობრივ გეგმას. გრძელვადიანი გეგმა ჩვენ გვინდა განვახორციელოთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად. სამხედრო ლოჯისტიკის წარმართვის საუკეთესო სპეციალისტები, ჩემი აზრით, სწორედ გერმანელები არიან. ჩვენ ორმხრივ ფორმატში გვქონდა უკვე გერმანულ მხარესთან მოლაპარაკება და ის ჩაერთო უკვე ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გემაში", _განაცხადა ალასანიამ.