თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის შესახებ დაწყებულმა მოლაპარაკებებმა საბრძოლო მოქმედებების განახლების პოტენციური შესაძლებლობა შეამცირა.
როგორც მან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან მიმდინარე შეხვედრისას აღნიშნა, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება.
"აქედან გამომდინარე, ჩვენი დოქტრინაც, თავდაცვის და ანალიზის საფრთხეებიც მიანიშნებს იქითკენ, რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, მაგრამ აქვე ავღნიშნავ იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დაწყებულმა მოლაპარაკებებმა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კუთხით, შეამცირა პოტენციური შესაძლებლობა საბრძოლო მოქმედებების განახლების", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, თავდაცვის უწყებას არა აქვს არანაირი საფუძველი შეიარაღებული ძალები მუდმივ მყადყოფნაში ჰყავდეს.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორც სტრუქტურული რეფორმის განხორციელება და სამოქალაქო ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელება, ასევე პირველ რიგში არის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში გვყავდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები", - აღნიშნა ალასანიამ.
მისი თქმით, ამ კუთხით, როგორც გაერთიანებული შტაბის ხელმღძვანელი და მისი მოადგილეები მასთან ერთად, საქართველოს შეიღრებული ძალების საბრძოლო მყადყოფანას მუდმივად ამოწმებს.
ამასთან, როგორც მინისტრამა აღნიშნა, ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, რომელიც თუ აუცილებლობა გაჩნდება კომიტეტის წევრებთან, არაღიარებულ ფორმატში შესაძლებელია, უფრო კონკრეტუალად ახსნან.