ხვალ, 21 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ.
კომიტეტის წევრები ალასანიას მათთვის აქტუალურ საკითხებზე შეკითხვებსაც დაუსვამენ.
მიმდინარე კვირაში პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტს უკვე ორი მინისტრი სტუმრობდა.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 19 მარტს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრება და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხება.
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი კი, პარლამენტს დღეს ეწვია.
მინისტრი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას დაესწრო.