(რამდენიმე ეპიზოდი მათი ცხოვრებიდან)
შესავლის მაგიერ
აჭარაში კოალიცია "ქართულ ოცნების" პარტიულ და სახელისუფლებო სტრუქტურებს უკვე ერთი წელია თავკაცობენ ძმები: გურამ, ნუგზარ და მურმან დუმბაძეები - რესპუბლიკური პარტიიდან 2011 წლის გაზაფხულზე სკანდალით ერთად გასულნი და 2012 წლის მარტიდან უკვე "ოცნების" პარტიის დამფუძნებელი წევრები. მათგან მურმან დუმბაძე მისდევს 2004 წლიდან მეტ-ნაკლებად რეგულარულ (პროფესიულ) პოლიტიკურ საქმიანობას. დანარჩენი ძმები მეტწილად პოლიტიკის კულისებში ამჯობინებენ ყოფნას და ფაქტობრივად იქიდან მართავენ სიტუაციას. 2012 წლის ოქტომბრიდან, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგად ძმების ხელში აღმოჩნდა აჭარაში ხელისუფლების ხილული და უხილავი ბერკეტები, მისი რეორგანიზაცია-დაკომპლექტების, მოსამსახურეთა გათავისუფლება-დანიშვნისა და ბიუჯეტის მართვის სადავეები. თავად მურმან დუმბაძე კი ბათუმიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აჭარის ავტონომიის ქვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
მურმან დუმბაძემ თავიდანვე ბიძინა ივანიშვილის უჩვეულოდ დიდი ნდობა მოიპოვა. მან ამ ნდობის ბოროტად გამოყენებით, მიზანმიმართულად, უკიდურესად უღირსი მეთოდებით დაბლოკა "ოცნების" ეგიდით აჭარიდან პარლამენტში და საკუთრივ აჭარის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად დასახელებული კონკურენტუნარიანი მაჟორიტარი კანდიდატები და მათ ნაცვლად ბიძინა ივანიშვილს დაასახელებინა უპირატესად აშკარად წაგებ