"სიტუაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და შესაძლოა ერთხელაც იქნება ყველაფერი ძალიან მკვეთრად შეიცვალოს", _ აცხადებს ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი, ყოფილი მრჩეველი საგარეოპოლიტიკურ საკითხებში ვაფა გულუზადე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ მიმდინარე ამბების კომენტირენბისას.
"სიტუაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ერთ დღესაც რუსეთი შესაძლოა დიდ პროვოკაციაზე წავიდეს და შესაძლო ომში სომხეთის გარანტიც გახდეს", _ აცხადებს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, რუსეთი უფასოდ ასწვდის სომხეთს იარაღს მაშინ როდესაც აზერბაიჯანი ამისათვის მილიარდებს ხარჯავს.
"სრულიად შესაძლებელია, რომ სარგსიანმა პუტინთან შესაძლო ომი განიხილა. რა თქმა უნდა სომხური მხარე ამ ომისათვის მზად არ არის, მაგრამ რუსეთი მათ დაეხმარება და სომხური დროშის ქვეშ რუსეთის შიარაღებული ფორმირებები იბრძოლებენ", _ აცხადებს გულუზადე.