ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile spirit 2013 -ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას იღებს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350 სამხედრო მოსამსახურე და მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი. ამ ქართულ ქვედანაყოფს ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც დანაკარგის გარეშე დაბრუნდა საქართველოში.
სამხედრო სწავლება "Agile Spirit 2013" საქართველოში მესამედ ტარდება და სამშვიდობო ოპერაციებში ორი ქვეყნის სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.
ერთ თვიანი სწავლება სამ ფაზად ჩატარდება. წვრთნების აქტიური ფაზა დღეს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება.
ერთობლივი წვრთნები მედიისთვის ღიაა. პირველად ამ სწავლებაში თავად ჟურნალისტებიც მონაწილეობენ. ისინი ავღანეთში ISAF-ის მისიის გასაშუქებლად სპეციალურ მომზადებას გაივლიან.
მასალის გამოყენების პირობები