ENG / RUS       12+

ვახუშტი მენაბდე: საკონსტიტუციო ცვლილებები კონკრეტულ პოლიტიკურ რეალობაზეა მორგებული

რესპოდენტის შესახებ

რეალურად რას უნდა ველოდოთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისგან, რამდენად ეფექტურია პარლამენტის მუშაობა განვლილი ხუთი თვის განმავლობაში და რა აქცენტები უნდა გააკეთონ დეპუტატებმა საქართველოს კონსტიტუციის სრულყოფის მიზნით? ამ საკითხებზე ,,ჯი-ეიჩ-ენს" კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) დირექტორი, ვახუშტი მენაბდე ესაუბრა.

_ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს, რას ფიქრობთ, საკონსტიტუციო ცვილილებებთან დაკავშირებით და რამდენად დროულია ეს ცვლილებები?


_ ჩვენი კონსტიტუცია აუცილებლად შესაცვლელია. თუმცა არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი მხოლოდ ერთი ნაწილია მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებებისა. წარმოდგენილი ცვლილება სამ პაკეტს ეხება. ეს არის პარლამენტის ადგილმდებარეობა, პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შემცირება და პარლამენტისთვის ექვსთვიანი იმუნიტეტის მოხსნა. Pპარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს, რაც შეეხება ჩემთვის, პირადად მისაღებია, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობა, რადგან პარლამენტის თუნდაც გასვლითი სხდომის ჩატარების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

_ ამ შემთხვევაში, საუბარია პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე?

_ საუბარია არ არის მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანაზე. კანონში აღარ ეწერება თუ სად იქნება პარლამენტი. პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს რაც შეეხება - ის უფლებები რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს - ალოგიკურია. არსებობს ასეთი ცნება - არაკონსტიტუციური კონსტიტუციური დებულებები, ანუ ისეთი დებულებები, რომელიც კონსტიტუციაში გაწერილია, მაგრამ სინამდვილეში კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს არ შეესაბამება. ასეთია პრეზიდენტის დებულება მისი უფლებამოსილების შესახებ, რომელიც უქმდება. თუმცა კონსტიტუციის შეცვლა არ უნდა ხდებოდეს კონკრეტული პოლიტიკოსის, ან პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. ცალსახაა, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებები კონკრეტულ პოლიტიკურ რეალობაზეა მორგებული, რაც კარგი არ არის.

_ საუბრობთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია შესაცვლელია, მაგრამ პარალელურად აცხადებთ, რომ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კონკრეტულ პოლიტიკურ რეალობაზეა მორგებული?

_ ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურ რეალობაზეა მორგებული, რადგან უმარავლესობას აქვს იმის განცდა, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს - მთავრობა გადააყენოს და სწორედ ამიტომ ახორციელებს ცვლილებებს.

რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების საკითხს, რომელიც ეხება პრეზიდენტის მიერ პარლამეტის დათხოვნას არჩევიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თუ ამ ნორმას დეპუტატები გააუქმებენ ამით შემცირდება საკანონმდებლო ორგანოს გარანტიები, რაც კარგი არ არის. რამდენიმე დღის წინ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა პარლამენტში განსახილველად გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც არა სახალხო განხილვებზე გაიტანეს, არამედ სახალხო განხილვებზე გამართული დებატების გათვალისწინებით. Aამგვარ ერთ-ერთ ცვლილებად მიჩნეულია პარლამენეტის გადაყენებასთან დაკავშირებით ბოლო ექვსთვიანი დებულების ამოღება. თუ დეპუტატები პარლამენტის დათხოვნის ექვსთვიანი ვადებიდან ერთ-ერთ მათგანს მაინც დატოვებენ, საკონსტიტუციო ცვლილებები გასაგები იქნება, მაგრამ თუ ამ ვადებს ამოიღებენ, მაშინ არანარი კრიზისის ალბათობა არ შემცირდება, რადგან პრეზიდენტი პარლამენტს როცა არ მოეწონება მაშინ დაითხოვს. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა ამ ეტაპზე პოლიტიკური რეალობის მორგებაა, მაგრამ თუ კონსტიტუციაში ცვლილება მაინც შეაქვთ, მაშინ ჯობს ცვლილება შეიტანონ მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების კუთხით და არა პარლამენტის გარანტიების შემცირებაში.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იყო დეპუტატების მუშაობა განვლილი ხუთი თვის განმავლობაში?

_ ცხადია, პარლამენტის მუშაობა გაუმჯობესდა, თუმცა მგონია, რომ პარლამენტმა დაუშვა გარკვეული შეცდომები. პირველი შეცდომა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და არსებითი იყო უკავშირდებოდა ომბუდსმენის არჩევას. კერძოდ, პარლამენტმა დაიწო მანიპულირება სახლხო დამცველის კანდიდატურებით, რაც კარგი ნამდვილად არ იყო. ასევე შეცდომები დაშვებული იყო პოლიტპატიმრებისა და ამნისტიის საკითხების განხილვის დროსაც და ეს შეცდომები ძირითად პროცედურული იყო.

_ პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ექსპერტებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს. როგორ შეაფსებთ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას და ანალოგიური შეხვერდების საფუძველზე აისახება თუ არა ადეკვატური ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში?

_ ამ შეხვედრაზე მეც ვიმყოფებოდი და ცხადია, რომ ამგვარი შეხვედრები პრემიერის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია, მაგრამ მხოლოდ ექსპერტების პოზციების გათვალისწინება ან არ გათვალისწინება არ არის საკმარისი დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ ახლა უკვე გადავედით გლობალური კონსტიტუციური ცვლილებების განხილვაზე და პრემიერთან ბოლო შეხვედრაზე არ გვისაუბრია დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პირიქით ვისაუბრეთ იმ საკითხებზე რომელიც კონსტიტუციის არსებითი შეცვლისთვისაა აუცილებელი.

ჩემი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მთვარი პრობლემა ის არის, რომ მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია. ყველა პოლიტიკური ძალა კონსტიტუციას თავის თავზე ირგებდა. კონსტიტუცია გახდა კონკრეტული ძალის მიერ მიღებული დოკუმენტი. Mმგონია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2010 წლის მოდელი, რომელიც ძალაში სექტემბრიდან უნდა შევიდეს არსებითად გადასახედია, რადგან პოლიტიკური კრიზისის შემქმნელ ელემენტებს შეიცავს. Eეს კი შეიძლება ძალიან ცუდად შემოუტრიალდეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას. ამის ასარიდებლად ორი გზა არსებობს. პირველი - განვახორციელოთ ცვლილებები, რომელიც დაფუძნებული იქნება 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც სრულიად შესაძლებელია და 2010 წლის საკონსტიტუციო ნორმა იქცეს მუშა დოკუმენტად. ხოლო მეორე გზა არის ის, რომ არსებითად გადავხედოთ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის მოდელს, რაც კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებების შეტანას გულისხმობს. აგვისტომდე კონსტიტუციის გლობალური ცვილებები ვერ მოესწრება. შესაძლებელია, შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, რომელიც პირველ ეტაპზე 2010 წლის საკონსტიტუციო ხარვეზების გამოსასწორებლად იმუშავებს და ეს პროცესი აგვისტომდე მოესწრება და კონსტიტუციაში შედარებით გაუმჯობესებული ცვლილებები შევა. თუმცა ამის შემდეგ კომისია არ უნდა დაიშლოს და მუშაობა უნდა გააგრძელოს ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმებზე მუშაობის კუთხით და ცვლილებები ძალაში შევა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან. ვფიქრობ, ამ გზით წასვლა სრულიად შესაძლებელი და ლოგიკურია.

_ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ოთხი წლის შემდეგაა და ამდენი ხანი უნდა მოვითმინოთ კონსტიტუციაში უხეში ნორმების არსებობა?

_ ხარვეზები, რომელიც 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებში არსებობს შეგვიძლია ტექნიკურად გამოვასწოროთ. მაგრამ ერთია ხარვეზები გამოასწორო, ხოლო მეორე საკითხია არსებითად შეცვალო კონსტიტუცია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე უმჯობესა გამოვასწოროთ არსებული ხარვეზები, ოთხი წლის შემდეგ - ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ - ამოქმედდეს კონსტიტუცია, რომელიც დამყარებული იქნება სრულიად ახალ კონცეფციაზე.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .