საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile spirit 2013"-თან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
ქართულ ამერიკული სწავლების სპეციალურ სცენარში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა 25 კაციანი ჯგუფი ავღანელი მოსახლეობის როლს შეასრულებენ, რაც სამხედრო წვრთნას რეალობასთან მაქსიმალურად მიაახლოვებს.
გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს პრეზენტაცია ავღანეთის და ISAF-ის ოპერაციის შესახებ და დეტალურად აუხსნეს, თუ რა ფორმით ჩაერთვებიან სტუდენტები ერთობლივ სწავლებაში.
სწავლების აქტიური ფაზა 18 მარტს დაიწყება და 29 აპრილს დასრულდება. სამხედრო წვრთნები კი 5 აპრილს დასრულდება.