კავკასიონის ქედის ერთ-ერთ მწვერვალს ვენესუელის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის უგო ჩავესის სახელს მიანიჭებენ. ამ ინიციატივით ჩრდილოეთ ოსეთის ალპინისტთა ფედერაცია გამოვიდა და განაცხადა, რომ ვენესუელის ლიდერი, რომელმაც 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა ღირსია იმისა, რომ მისი სახელი კავკასიონის ქედის ერთ ერთ მწვერვალს ერქვას.
ალპინისტები ჩრდილო ოსეთიდან დღეს ერთ ერთ მწვერვალზე აპირებენ ასვლას. ისინი თან წაიღებენ აბრას უგო ჩავესისი სახელით და წითელ ბერეტს, ისეთს როგორსაც ვენესუელის პრეზიდენტი ატარებდა.
ჩრდილო კავკასიის ალპინისტთა ფედერაციის პრეზიდენტის კაზბეკ ხამიცაევის ინფორმაციით, მწვერვალი, რომელზეც ალპინისტები ასვლას და მისთვის უგო ჩავესის სახელის მინიჭებას აპირებენ რუკებზე აღნიშნულია როგორც "პიკი 3695 მეტრი".
"ეს მწვერვალი კავკასიური ქედის სამხრეთ გვერდზეა, მთავარი კავკასიული ქედის გვერდითაა, რომელზეც გადის საზღვარი ჩრდილო ოსეთს ანუ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის", _ აცხადებს ხამიცაევი.
მასალის გამოყენების პირობები