სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პირისპირ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რეგიონული უსაფრთხეობის საკითხებიც განიხილეს. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ქართულ-სომხურ ურთიერთობებში არ არსებობს საკითხი, რომლის გადაწვეტაც პოზიტიურად არ შეიძლებოდეს.
"ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს და სომხეთს ახალ პოლიტიკურ რეალობაში განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობები აქვს. შევეხეთ ყველა პრობლემურ საკითხს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთამენთს, რომ საქართველო სომხეთთან ერთად ყველაფერს გააკეთებს რეგიონული სტაბილურობისთვის. ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ სომხეთში. დიდი იმედებია, რომ საქართველოს ძლიერი ეკონომიკური აღმავლობა ასევე, ხელს შეუწყობს სომხეთში ეკონომიკურ აღმავლობას. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ბევრად უფრო ახალ პოზიტიურ დინამიკას იძენს" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.