საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე 16 ღია ელექტრონული ტენდერი ჩაატარა. თავდაცვის უწყებამ 11,4 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების საქონელი და მომსახურება 9,5 მლნ ლარად შეისყიდა.
მიღებულმა ეკონომიამ 1,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც სავარაუდო ღირებულების 16,5%-ს შეადგენს.