სოხმეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრს სომეხი კოლეგა განსაკუთრებული პატივით დახვდა.
საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, როდესაც მიღების ოფიციალური ნაწილი დასრულდა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა ირაკლი ალასანიასთვის საგანგებო მარშები შეასრულა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განუცხადა, ასეთი ერთეული ფაქტია და ორკესტრი ნაციონალურ მარშებს მხოლოდ განსაკუთრებით საპატივცემულო სტუმრებისთვის ასრულებს.