აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ. განცხადება ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელება და აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ჟურნალისტისათვის გაცემული პასუხი სომხეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით, საქართველოს წინა მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაცემული პასუხისგან განსხვავებული იყო. საქართველოს წინა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ რუსული სამხედრო ბაზა რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე არის ქვეყნისათვის ასევე საფრთხეს წარმოადგენდა. "ჩვენ დარწუნებულნი ვართ, რომ სომხური მხარე არ დაუშვებს, რომ ეს ბაზა საქართველოს ინტერესების საზიანოდ იქნეს გამოყენებული", _ განაცხადა ალასანიამ.
ამას გარდა, სომეხი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორია საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზრი სამოქალაო თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რაზეც ალასანიამ განაცხადა, რომ: "არც ერთ რაციონალურ ადამიანს, იქნება ის მინისტრი თუ უბრალო მოქალაქე, უფლება არ აქვს ასეთი იდეები გამოთქვას. ეს მიუღებელია".
ამის შემდეგ, მედიის წარმომადგებლებმა დაუზუსტეს, რომ საუბარი მიდის აზერბაიჯანის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელთა მიხედვიტაც ჩამოგდებული იქნება ყველა სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც რეისს მთიანი ყარაბაღის აეროპორტში შეასრულებს ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა: "ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა დარეგულირდეს. რეგიონალური უსაფრთხოება ერთობ;ლივი ძალით უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეს. ეს ეხება ყველას უსაფრთხოებას, მატ შორის სამოქალაქო თვითმფრინავებისასაც".